17-18 ივლისს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის ოფისის მხარდაჭერით, ადვოკატთა ასოციაციის ბათუმის რეგიონულ ოფისში ასოციაციის წევრებისთვის იმართება ტრენინგი თემაზე - ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები.
ტრენინგი ტარდება ადვოკატთა ასოციაციის განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში და მას უძღვებიან ექსპერტები: კოტე კორკელია, ირაკლი ყანდაშვილი, ბესარიონ ბოხაშვილი.